ISIS-ის წევრმა საკუთარი დედა სიკვდილით დასაჯა. CNN-ის ცნობით, 20 წლის მამაკაცმა საკუთარი დედა სირიის ქალაქ რაქაში სიკვდილით დასაჯა.
გავრცელებული ინფორმაციით, მოკლული ქალი შვილს მოუწოდებდა „ისლამური სახელმწიფოს“ დაეტოვებინა, რადგან სჯეროდა, რომ კოალიცია აშშ-ს მეთაურობით მალე გაანადგურებდა ISIS, ხოლო მის წევრებს სიკვდილით დასჯიდა.
CNN ცნობით, მოკლული ქალი 40 წლის იყო. „ისლამური სახელმწიფო“ მოუწოდებდა მამაკაცს დედის სიკვდილით დასჯა ვიდეოთი გადაეღო და სოციალურ მედიაში გაევრცელებინა.