ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა ციტატა

დუმბაძე: დიდი ბოდიში 2012 წლის პირველი ოქტომბრისთვის, გულწრფელად გეუბნები მიშა

დიდი ბოდიში 2012 წლის პირველი ოქტომბრისთვის, გულწრფელად გეუბნები მიშა, ვერავითარ შემთხვევაში ვერ წარმოვიდგენდი, ვინმე ტარიელ ღარიბაშვილის შვილი თუ გახდებოდა საქართველოს პირველი პოლიტიკური პირი, ვერ წარმოვიდგენდი. ბოდიშს ვიხდი ამისათვის. 2021 წლის 2 ოქტომბერი, შენი სათაყვანებელი ბათუმი, თვითმმართველობის ბრძოლაში არჩევნებს იგებს

ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა მურმან დუმბაძემ რუსთავის ციხესთან მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. შეგახსენებთ, რომ რუსთავის ციხესთან ოპოზიციის წარმომადგენლები, აქტივისტები და მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები, ქვეყნის მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერ აქციას მართავენ. სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს თბილისის ერთ-ერთ უბანში დააკავეს.

იტვირთბა....