ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ზალკალიანი : “ეს იქნება ჩემი არჩევანი და არა რომელიმე პარტიის ან ჯგუფის გადაწყვეტილება”

დავით ზალკალიანი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე მის შესაძლო დაბრუნებასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.

ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის აღმასრულებელი დირექტორის შეფასებით, მის დიპლომატიურ სამსახურში დაბრუნება მისი არჩევანი იქნება და არა რომელიმე პარტიის გადაწყვეტილება.

„თუ გადაწყდება ჩემი დიპლომატიურ სამსახურში დაბრუნება, ეს იქნება რა თქმა უნდა ჩემი არჩევანი და არა ვთქვათ რომელიმე პარტიის ან ჯგუფის გადაწყვეტილება. ცნობილია, რომ მე გარკვეული პერიოდის წინ შევწყვიტე საქმიანობა პოლიტიკურ პარტიაში და 2015 წლის თებერვლიდან ვარ ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი. ვარ თავისუფალი ნებისმიერი პოლიტიკური ვალდებულებისგან. აქედან გამომდინარე, ის ინსინუაციები, რასაც მე მოვკარი ყური, ვფიქრობ, რომ არ არის მართებული,“ – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

შეგახსენებთ, დავით ზალკალიანი „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი იყო, რომელმაც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტი მან მაია ფანჯიკიძესთან ერთად დატოვა. პარტია „თავისუფალი დემოკრატები“კი ზალკალიანმა რამდენიმე თვის წინ დატოვა და მან ლევან მიქელაძის სახელობის საერთაშორისო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა დაიკავა.

დავით ზალკალიანის წარდგენა საგარეო საქმეთა სამინისტროში ორშაბათს იგეგმება.

 

იტვირთბა....