სამოქალაქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ქუთაისის ოლქის 95-ე უბანთან ღიად ხდება ფულის დარიგება და ამომრჩევლის მოსყიდვა. მათივე ინფორმაციით, მოსყიდვის პროცესში უშუალოდ ჩართულია ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე.
სამოქალაქო საარჩევნო კომისიის შეფასებით, სავარაუდოდ, დარღვეულია საარჩევნო კოდექსის 47-ე მუხლი, პუნქტი 1. ა) ბ).