რთული სამუშაო კვირის შემდეგ, დასვენების დღეებს ყველა თავისებურად იყენებს. თუმცა, უმეტეს შემთხვევაში, თავისუფალი დრო გადამეტებულ გართობასთან, არაჯანსაღ კვებასა და სასმელთან ასოცირდება. ეს ყველაფრი კი ორგანიზმში ტოქსინებს ტოვებს. შესაბამისად, დასვენების დღეებში კი არ ვისვენებთ, კიდევ უფრო და უხეშად ვიტვირთებით.
როგორ გავწმინდოთ ორგანიზმი „თავაშვებული დასვენების დღეების“ შემდეგ?
საუკეთესო პროდუქტები ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის (გაწმენდისთვის) არის:
მწვანე ბოსტნეული – საუკეთესო ვარიანტია სალათების ნედლი სახით მირთმევა, ან მათგან წვენის გამოწურვა, თუმცა, თუ ბოსტნეულის უმად მიღება დიდად არ გხიბლავთ, შეგიძლიათ ის ნედლი სახით კერძებში ჩართოთ. მწვანე ბოსტნეულში შემავალი ცელულოზა ფრთხილად ასუფთავებს თქვენს ორგანიზმს, ხოლო ქლოროფილი მუშაობს როგორც ძლიერი ანტიოქსიდანტი.
ლიმნის წვენის მიღება გვეხმარება წყლის ბალანსის აღდგენაში, ხოლო მასში შემავალი ვიტამინი C ორგანიზმისთვის ნამდვილი მხიარულებაა.
მეორე ძლიერი ანტიოქსიდანტი- ეს მწვანე ჩაია. ის დაუყოვნებლივ დაგიბრუნებთ ენერგიას და კონცენტრაციის ამაღლებაში დაგეხმარებათ.
ყურადსაღები რჩევები!
დიეტას თუ გადაწყვეტთ, მნიშვნელოვანია ყურადღება მიაქციოთ შემდეგ დამხმარე ჩვევებს:
წყალი მიიღეთ დიდი რაოდენობით. ამისთვის ორგანიზმი და კანი მადლობას გეტყვით, მადასაც დაიქვეითებთ.
იმისთვის რომ შაბათ-კვირის გადატვირთული გართობის მერე ორშაბათ დილით თავი ენერგიულად იგრძნოთ, საჭიროა თქვენი საწოლი ორთოპედიულად სწორი და კომფორტული იყოს; ოთახის ფანჯრები ღია დატოვოთ ღამის განმავლობაში სუფთა ჰაერისთვის, ყველა ტექნიკური მოწყობილობა გამორთოთ ძილის პერიოდში და რაც მთავარია, 8 საათზე ნაკლები არ გეძინოთ. ასევე საჭიროა ღამის 12 საათს არ გადააცილოთ დაძინება.
საუკეთესო ვარიანტია, თუ ამ რჩევებთან ერთად, შაბათ- კვირას ბუნებაში, მეგობრებთან ერთად ლაშქრობაზე, ან ვარჯიშში გაატარებთ და არა სასმელის სმასა და არაჯანსაღი საკვების მიღებაში.