ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ჰარცელი: იმედია, ხმის მიცემის პროცესი მშვიდ და უსაფრთხო საარჩევნო გარემოში წარიმართება

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი იმედს გამოთქვამს, რომ ხმის მიცემის პროცესი მშვიდ, უსაფრთხო და დაცულ საარჩევნო გარემოში წარიმართება.

“არჩევნების დღეა. ეს განსაკუთრებულ დღეა ყველა დემოკრატიისთვის. ეს დღეა, როცა პოლიტიკოსები, კომენტატორები, აზრის შემქმნელები იყვნენ ჩუმად, ამომრჩევლები კი გამოვიდნენ და თავიანთი პოზიცია გამოხატონ. ბოლო 2 კვირის განმავლობაში და ბოლო 24 საათში ვნახეთ, რომ პოლარიზაციის დონე მაღალია, რაც ძალიან დასანანია.  ის, რაზეც ყველა პოლიტიკური პარტია თანხმდება, არის ის, რომ ხალხი უნდა გამოვიდეს და ხმა მისცეს.

იმედი მაქვს და მჯერა, რომ ამომრჩევლებისთვის შესაძლებელი იქნება ხმის მიცემა მშვიდ, უსაფრთხო, დაცულ საარჩევნო გარემოში. ასევე, თქვენ, ჟურნალისტებს გექნებათ უსაფრთხოება და დაცულობა თქვენი საქმიანობის განხორციელების დროს.

ასევე, კორონავირუსი კვლავ ძალაშია, მინდა, ყველას მოვუწოდო რეკომენდაციების, სოციალური დისტანციის დაცვისკენ.

გისურვებთ კარგ დღეს. მეც დავაკვირდები ხმის მიცემის პროცესს”,- განაცხადა კარლ ჰარცელმა.

იტვირთბა....