ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კალაძე: ხმა მივეცი ქართულ ოცნებას, რათა ქვეყანაში იყოს სიმშვიდე და სტაბილურობა

დედაქალაქის მოქმედი მერმა და ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მივიდა.

როგორც კალაძე აცხადებს, მან ხმა მისცა ქვეყნის მშვიდობას, სტაბილურობასა და აღმშენებლობას.

“მე ხმა მივეცი სიმშვიდეს, სტაბილურობას მშვიდობას, ქვეყნის განვითარებას, აღმშენებლობას და იმას, რომ მეტი სიცოცხლე შევიტანოთ ყველა უბანში. შესაბამისად, ამ ყველაფრის გაკეთება ერთადერთ პარტიას შეუძლია, ეს არის ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო. შესაბამისად, ხმა მივეცი ქართულ ოცნებას იმისთვის, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა, სიმშვიდე და სტაბილურობა”, – განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს. ამომრჩევლები 64 მერსა და 64 საკრებულოს 2 068 წევრს პროპორციული და მაჟორიტარული წესით აირჩევენ. საარჩევნო უბნები 07:00 საათზე გაიხსნა, ხმის მიცემა კი 08:00 საათზე დაიწყო.
იტვირთბა....