ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მდინარაძე: სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმრობაზე საუბარი ზედმეტია

ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის პოლიტიკურ პატიმრობაზე საუბარი ზედმეტია.

მისივე თქმით, სააკაშვილსა და მის ხელისუფლებას უმძიმესი წარსული და უამრავი დანაშაული აქვთ ჩადენილი.

“როცა პოლიტიკური პატიმრის კონტექსტში ვინმე ფიქრობს, რომ უნდა გაბედოს ამ კაცზე საუბარი, უნდა გაიხსენოს ის ძალიან მძიმე წარსული. მე ვეცდები, რომ დღეს ძალიან ცოტა ვილაპარაკო და მხოლოდ ერთი წინადადებით შემოვიფარგლო. უმძიმესი დანაშაულები აწევთ ამ ადამიანებს კისერზე და მთავარი ამ ყველაფრისა იყო პირველი პირი მაშინდელი, რომელიც ამ ქვეყანას მართავდა 2012 წლამდე. ამიტომ, მე მგონი, პოლიტიკურ პატიმრობაზე საუბარი ცოტა ზედმეტია”, – განაცხადა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გუშინ, 1-ელ ოქტომბერს საქართველოში, თბილისის ერთ-ერთ უბანში დააკავეს.

იტვირთბა....