us weekly-ის ინფორმაციით, ლეონარდო დიკაპრიოს გული კვლავ თავისუფალია. ის ერთი თვის წინ დაშორდა მეგობარ გოგონას, ელი რობახს. როგორც ირკვევა, დაშორების გადაწყვეტილება ორივე მხარემ ერთად მიიღო.
მსახიობი უკვე წარდგენილია გლობუსზე, ხოლო ექსპერტების აზრით, ის წელს ოსკარს აიღებს. ასე, რომ ლეონარდოს თაყვანისმცემელ ქალბატონებს მისი თავისუფალი გული კიდევ უფრო მეტი ოცნების შანსს აძლევს.