ამბობენ, რომ პოლიტიკა ქალს კარგად არ ესმის, ხოლო ამ სფეროში ლიდერობა მისთვის მეტად რთულია. წარმოგიდგენთ 10 თანამედროვე ლიდერ ქალს, რომლებმაც ეს სტერეოტიპი დაამსხვრიეს:
10, გოლდა მეირი
1969 წელს ისრაელის პრემიერ-მინისტრად აირჩიეს. მას „რკინის ლედის“ მარგარეტ ტეტჩერამდე უწოდებდნენ. პოლიტიკოსი მამაკაცები მას საუკეთესო ხელისუფალს უწოდებდნენ.
9, დილმა რაუსეფი
ბრაზილიის ამჟამინდელი პრეზიდენტი. მისი კარიერა სწორხაზოვნად და მიზანმიმართულად წარიმართა. ის მცირე ასაკიდან პოლიტიკურ მოვლენებში აქტიურად იყო ჩართული.
8, ჯონა სიგურდატორი
ის ირლანდიის პრემიერ-მინისტრია. მანამდე მინისტრის პოზიცია ეჭირა. ეს ქალბატონი ცნობილია, როგორც ისლანდიაში პირველი ქალი პოლიტიკური მმართველი და ასევე პოლიტიკოსი, რომელიც ლესბოსელია. ის „ფორბსმა“ ყველაზე გავლენიან და ძალაუფლების მქონე ქალების 100-ში შეიყვანა.
7, Yingluck Shinawatra, მეტსახელად „პუ“
ტაილანდელი ბიზნესვუმენი და პოლიტიკოსი. დღევანდელი პრემიერ-მინისტრი ტაილანდში. ის პირველი პრემიერ-მინისტრი ქალია ამ ქვეყანაში, თან ყველაზე ახალგაზრდა მსოფლიოში, რადგან სულ 45 წლისაა.
6, სონია განდი
ინდოეთის ეროვნული კონგრესის პრეზიდენტი. „ფორბსის“ მიერ ყველაზე მეტი ძალაუფლების მქონე ქალებში.
5, ანგელა მერკელი
გერმანიის კანცლერი 2005 წლიდან. თანამედროვეობის ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსი ქალი მსოფლიოში.
4, Ellen Johnson Sirleaf
ლიბერიის მოქმედი პრეზიდენტი. პირველი სახელმწიფო მეთაური ქალი აფრიკაში. მან 2011 წელს ნობელის მშვიდობის პრემია მიიღო.
3, ისაბელ მარტინეს დე პერონი
არგენტინის ყოფილი პრეზიდენტი, 1974-1976 წლებში. თანამედროვეობის პირველი პოლიტიკური ლიდერი ქალია.
2, Park Geun Hye
სამხრეთ კორეის პრეზიდენტი. ამ ქვეყანაში ის პირველი ქალია, ვინც პრეზიდენტად აირჩიეს. ერთ-ერთ გავლენიან პოლიტიკოსად ითვლება.
1, Benazir Bhutto
პირველი მუსლიმი ქალი, რომელმაც მოახერხა პაკისტანის პრემიერ-მინისტრად გახდომა და არა ერთხელ, არამედ – ორჯერ.
2007 წელს ის დაბომბვის შედეგად დაიღუპა. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ მისი სახელობის პრემია დაწესდა ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში.