ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ღარიბაშვილი :როცა თანამდებობიდან გადავდექი, ათონის მთაზე წავედი და ერთგვარი დეტოქსი მოვიწყვე

პრემიერმინისტრი ირაკლი ღაბიაშვილის განცხადებით იყო საკუთარი ქვეყნის პრემიერმინისტრი დიდი პატივი, თუმცა ამავდროულად დიდი პასუხისმგებლობაა.

ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა გადაცემაში „ნოესთან“ განაცხადა

” როდესაც პრემიერმინისტრად პირველად ამირჩიეს მაშინ უფრო მიმნდობი ვიყავი ადამიანების, ყველაზე ახლო გარემოცვის მიმართ. ამ ახალგაზრდობას თავისი შეცდომები ჰქონდა ბუნებრივია. ძალიან დიდი პატივია იყო საკუთარი ქვეყნის პრემიერმინისტრი, თუმცა ამასთანავე დიდი პასუხისმგებლობაა. როდესაც თნამდებობიდან გადავდექი მეორე დღეს უჩვეულო შფოთვა მქონდა. ყველაზე დიდი ცდუნება რაც შეიძლება ადამიანმა გამოსცადოს ეს არის ძალაუფლება. პრემიერმინისტრად დანიშვნის შემდეგ მეც მქონდა თავბრუს ხვევა. არ დაგმალავთ ამას, იმიტომ რომ ძალაუფლება რეალურად ცვლის ადამიანს და თუ შინაგანად არ გაქვს რაღაც სიმყარე, რაზეც დგახარ – შენი წესები, შენი მორალი, რაც განსაზღვრავს შენს ქმედებას, ძალიან რთულია გაუძლო ძალაუფლებით ცდუნებას . როცა მე გადავდექი, შეგნებულად  წავედი ათონის მთაზე და იქ შობას შევხდი ერთი კვირა დავყავი იქ  მარტო ვიყავი – ერთგვარი დეტოქსი მოვიწყვე “,- ამბობს ღარიბაშვილი

იტვირთბა....