ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გახარია 20 ივნისზე: იგივე რომ განმეორდეს, ზუსტად ისე მოვიქცევი

პარტია საქართველოსთვის ლიდერი გიორგი გახარია ამბობს, რომ 2019 წლის 20 ივნისის მოვლენების განმეორების შემთხვევაში, იგივენაირად მოიქცეოდა.

მისივე თქმით, 20 ივნისის ღამეს პარლამენტის შენობასთან განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობა მას ეკისრება.

“ყოველთვის ვამბობდი, რომ ყველაფერზე, რაც იმ ღამით მოხდა, პასუხისმგებელი ვარ მე. ყოველთვის ვამბობდი, და ახლაც ვიმეორებ, პასუხისმგებელი ვიყავი მე. კიდევ ერთხელ გაგიმეორებთ, რაც ასევე ნათქვამი მაქვს, იგივე რომ განმეორდეს, ზუსტად ისე მოვიქცევი, პასუხისმგებლობით ვამბობ ამას”, – განაცხადა გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 20 ივნისს, სამოქალაქო აქტივისტები, ოპოზიციური პარტიები და მშვიდობიანი მოქალაქეები პარლამენტის შენობასთან ანტისაოკუპაციო აქციის გამართვის მიზნით შეიკრიბნენ და საკანონმდებლო ორგანოში რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ვიზიტი გააპროტესტეს. პარლამენტის შენობასთან შეკრებილი მოქალაქეები სპეცდანიშნულების რაზმმა ცრემლსადენი გაზისა და რეზინის ტყვიების გამოყენებით დაარბია, რის შედეგადაც დაშავდა 240-მდე ადამიანი, ხოლო სამმა მათგანმა ცალი თვალი დაკარგა. მშვიდობიან მოქალაქეებთან ერთად, დაშავებულებს შორის იყვნენ პოლიციელები და ჟურნალისტები.

იტვირთბა....