პირი, რომელიც ავტოსატრანსპორტო საშუალებას ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მართავს, კვლავ ექნება შესაძლებლობა, მართვის მოწმობის შეჩერება 700 ლარიანი ჯარიმით შეცვლის მოთხოვნით მიმართოს. მან ამ მოთხოვნით სამართალდარღვევის ჩადენიდან არაუგვიანეს 3 თვისა უნდა მიმართოს.
ამის შესახებ ინფორმაციას IPRESS.GE ავრცელებს.
„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ მიხედვით, რომელიც პარლამენტშია ინიცირებული ასევე ნათქვამია, რომ ეს ცვლილება 18 წლამდე პირებზე არ ვრცელდება და ასეთ შემთხვევაში პირს 1 წლის განმავლობაში ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება შეუჩერდება.
ამ საკითხთან დაკავშირებით, შსს-ში აცხადებენ, რომ ეს სიახლე არ არის.
აღნიშნული რეგულიაცია დღესაც მოქმედებს. სამინისტრო მიიჩნევს, რომ ასეთი მძღოლების შეწყალების მექანიზმი უნდა გაუქმდეს და დამატებით, საჭესთან მჯდომი არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მძღოლები მართვის მოწმობის დროებით შეჩერებასთან ერთად, ქულების დაკლებითაც შეიზღუდონ.