ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა ციტატა

ნათელაშვილი: ღარიბაშვილის გამოსვლა გაეროს ტრიბუნაზე იყო მიცვალებულზე მიტანილი გვირგვინი

მაგის გამო ღამე ნამდვილად არ გამითენებია. ზუსტად ვიცოდი რასაც იტყოდა – ბიძინას დანაბარებს იმისათვის, რომ ანტიდასავლურობის იმიჯი გაენეიტრალებინათ. რამდენიმე წკიპურტი მიარტყეს პუტინს, რაც არაფერს არ ცვლის, რადგანაც სწორედ ამ დღეებში ქართული ენა აიკრძალა საჯაროდ აფხაზეთის ტერიტორიაზე. მანამდე შემოაღობინეს მთელი ქართლი და ენგური, ხალხი მოაკვლევინეს, ასეულობით ადამიანი გაატაცებინეს, საქართველოს გადაახვნევინეს, გადმოახვნევინეს და გადააფარცხინეს.

ერთი საჩივარი არ შეუტანიათ არც ჰააგის ტრიბუნაზე, არც გაეროს საერთაშორისო სასამართლოში, არც გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოუთხოვიათ, არც პუტინის და მისი მინისტრებისათვის სანქციები მოუთხოვიათ, არც იმ გენერლების დასჯა მოუთხოვიათ, ვინც ცხინვალშია ბაზირებული და ყოველდღე ხელმძღვანელობს ბორდერიზაციის პროცესს. ახლა ამას რომ სახელმწიფოებრივი ღალატი, აფერისტობა და თაღლითობა ჰქვია, ნებისმიერი საშუალო კვალიფიკაციის იურისტი დამეთანხმება. შესაბამისად, გუშინ მისი გამოსვლა გაეროს ტრიბუნაზე იყო მიცვალებულზე მიტანილი გვირგვინი

ამის შესახებ ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა ტვ პირველის ეთერში განაცხადა.

იტვირთბა....