ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ჩიქოვანი: ჩვენი ვარაუდი გამართლდა – ნაცმოძრაობამ მორიგი პროვოკაცია კასპში მოაწყო

ქართული ოცნების დეპუტატი ირაკლი ჩიქოვანი აცხადებს, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ მორიგი პროვოკაცია მოაწყო.

მისივე თქმით, ოპოზიციური პარტიის მერობის კანდიდატი ქართული ოცნების კასპის პარტიულ შტაბთან მათი მხარდამჭერების პროვოცირებას დესტრუქციული ქმედებებით ცდილობდა.

“ჩვენი ვარაუდი გამართლდა, დღეს ნაციონალურმა მოძრაობამ მოაწყო მორიგი პროვოკაცია კასპში, სადაც ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატი პარტიის რამდენიმე აქტივისტთან ერთად მივიდა ქართული ოცნების კასპის პარტიულ შტაბთან და დესტრუქციული ქმედებებით ცდილობდა ჩვენი მხარდამჭერების პროვოცირებას. ასევე, არსებობს ინფორმაცია, რომ ანალოგიურ ქმედებებს ნაციონალური მოძრაობა აპირებს, რომ განახორციელოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ქართული ოცნების აქტივისტების და შტაბის წევრების პროვოცირების მიზნით”, – განაცხადა ჩიქოვანმა.

ქართული ოცნება მოუწოდებს ნაციონალურ მოძრაობას უარი თქვას პროვოკაციებზე და საარჩევნო გარემოს ხელოვნური გაუარესების ყოველდღიურ მცდელობაზე.

იტვირთბა....