ახალი ამბები მთავარი

პუტინის საყვარელი ფილმია “ჩაპაევი” – რა ფილმი უყვართ ობამას და მერკელს?

აშშ-ს  პრეზიდენტმა – ბარაკ ობამამ აღნიშნა, რომ მისი საყვარელი ფილმებია მაიკლ კერტისის „კასაბლანკა”, მილოშ ფორმანის „ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა”, დევიდ ლინის „ლოურენსი არაბეთიდან” და ფრენსის ფორდ კოპოლას „ნათლია”.

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ჯერ კიდევ 2014 წელს განაცხადა, რომ მისი საყვარელი ფილმია „ჩაპაევი”, რომელიც ძმებმა ვასილევებმა 1934 წელს გადაიღეს.

გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა აღნიშნა, რომ მასზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა ჰაინერ კაროვის ფილმმა „ლეგენდა პოლსა და პაულაზე”. მომავალმა კანცელერმა ეს ფილმი 19 წლისამ ნახა.

ინგლისის დედოფალ ელისაბედ II-ს ძალიან უყვარს სერიალები „სატახტოთა თამაშები” და „დაუნთაუნის სააბატო”. დედოფალი ამ სერიალების გადასაღებ მოედანზეც იმყოფებოდა.

ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი მეორე მსოფლიო ომზე ამერიკული ფილმების თაყვანისმცემელია. მან საყვარელ ფილმად სტივენ სპილებერგის „რიგითი რაიანის გადარჩენისას” დაასახელა.

წყარო: PolitCommersant

იტვირთბა....