ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ტურაშვილი: ქვეყანაში ყველაზე დაფასებული მასწავლებელი უნდა იყოს

 

მწერალი დათო ტურაშვილის შეფასებით, ქვეყანაში ყველზე მთავარი და პრიორიტეტული უნდა გახდეს სკოლა, რადგან გამოსავალი მხოლოდ განათლებაშია.

ტურაშვილმა ამის შესახებ ტელეკომპანია ფომულას ეთერში ისაუბრა

“ჩემი ღრმა რწმენით, გასაგებია, რომ ეს სუბიექტურია აზრია, მაგრამ დარწმუნებული ვარ  რომ გამოსავალი არის განათლებაში, სკოლაში. დამუკიდებლობის აღდგენიდან ჩვენ არასწორად ვუდგებით ჩვენი სახელმწიფოს მთავარ პრობლემას. მე მგონია, რომ მართლა გავს სახელმწიფოს შექმნა სახლის აშენებას სადაც, საძირკველი არის სკოლა. თუ სკოლა არ გახდება ხელისუფლებისთვის, და არგვეღირსება ის ხელისუფლება, რომელიც ჩათვლის ,რომ ყველაზე მთავარი და პრიორიტეტული არის სკოლა და განათლება ჩვენ გამორიცხულია რამე სფეროში წინ წავიდეთ. მე მგონია, რომ ყველაზე დაფასებული ქვეყანაში უნდა იყოს მასწავლებელი, რადგან არ არსებობს ამაზე დიდი პასუხისმგებლობა”, – აღნიშნა ტურაშვილმა

იტვირთბა....