ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კალაძე: ნიკა მელია არის ჩვეულებრივი ხულიგანი

ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატის  კახა კალაძის განცხადებით, ნიკა მელიას მხრიდან მსგავსი ტიპის ქმედება გასაკვირი არ არის, რადგან ის სწორედ იმ პარტიას წარმოადგენს, რომელიც დესტრუქციულია.

“არ უნდა გაგიკვირდეთ, მელია არის ჩვეულებრივი ხულიგანი.  ეს არის იმ პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი და ხელმძღვანელი, რომელიც მთელი თავისი მუშაობის მანძილზე  დაკავებულია დესტრუქციით. როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ, ისინი დაკავებული იყვნენ ადამიანების წამებით, ოჯახების გაუბედურებით . ეხლა, როდესაც ისინი ოპოზიციას წარმოადგნენ ეს ნათელი მაგალითია იმისა თუ როგორი არ უნდა იყოს ოპოზიცია და ეს არის მათი რეალური სახე“,- აღნიშნა კალაძემ

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ნიკა მელია და ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

 

 

 

იტვირთბა....