ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ლექსო ლაშქარავას დედის კომენტარი : კადრები იმისთვის გაუშვეს , რომ ხალხი მეორე დღეს აღარ შეკრებილიყო

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დასკვნის შედეგს ტვ პირველის ოპერატორის ლექსო ლაშქარავას დედა ეხმაურება და ამბობს, კადრების გავრცელებამისი შვილის მიმარ მიზანმიმართულად წარმოებული დისკრედიტაციის ნაწილი იყო.

„ეს კადრები, ეს ყველაფერი არ არის პირდაპირი დისკრიმინაცია . ესეიგი, იმისთვის გაუშვეს თურმე, რომ ხალხი აღარ შეკრებილიყო მეორე დღეს. რა ჰქვია ამას? რაც უნდოდათ ის ექნათ, დამემარხა ჩემი მკვდარი. რა დრო არ ექნებოდათ თუ რა? ვერ ხედავთ რა ხდება ამ მთავრობაში? ერთმანეთს რა სიტყვებს ეძახიან? ნარკომანები, კოკაინშიკები .. რეებს ეძახიან წინა დღის მეგობრები ერთმანეთს. ჩემი შვილის გაშავებას რა უნდოდა? უნდოდათ როგორმე, რანაირადაც შეიძლებოდა ისე გაეშავებინათ. ამ დროს ვიძახდი, მე თვითონ ვიძახდი კაცის მკვლელობა დააბრალეთ, რაც გინდათ ის დააბრალეთ, ოღონდ ნუ დამისახიჩრებთ “,- ამბობს თინა ლაშქარავა
ცნობისთვის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა შსს-ს მიერ „ტვ პირველის“ გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას, გადაადგილების ამსახველი ვიდეოჩანაწერების გასაჯაროება პერსონალური მონაცემების დაცვის დარღვევად შეაფასა, რის გამოც სამინისტრო 2 000 ლარით დააჯარიმა.

იტვირთბა....