ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ნათელაშვილი სააკაშვილზე : მის მიერ ოლიგარქისთვის დათმობილი ძალაუფლება მეათე წელია არ ბრუნდება ქართველ ხალხთან

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი ფეისბუქ პოსტის საშუალებით მიხეილ სააკაშვილს გამოსვლას ეხმაურება და ამბობს, რომ ექსპრეზიდენტის განცხადება იმის შესახებ ,რომ სხვა პარტიებს პულსი არ ესინჯებათ ქართულ პოლიტიკაში ორპოლუსიანობის დამკვიდრებას ნიშნავს.

როგორც ნათელაშვილი აცხადებს, 2012 წელს ივანიშვილის მოსვლა,  მაშინდელი  პოლიტიკური პარტიებისათვის პულსის არ ქონამ გამოიწვია.

„მე იგივე ვარ მარად და მარად. ექსპრეზიდენტის განცხადება, რომ სხვა პარტიებს პულსი არ ესინჯება და ქართულ პოლიტიკაში,  ფაქტობრივად მარტო თვითონ და ბიძინაა იმ ორ–პროლუსიანობის  ღია დამკვიდრებაა,  რომლის წყალობითაც მის მიერ ოლიგარქისთვის დათმობილი ძალაუფლება მეათე წელია არ ბრუნდება ქვეყნის კანონიერ მესაკუთრე–ქართველ ხალხთან . პარტიებს პულსი, რომ არ ესინჯებოდეს და არ ვიბრძოდეთ ეს რეჟიმი ამ წუთისათვის ჩამოშლილი არ იქნებოდა ხოლო მანამდე ჩვენც არანაკლები პატივით მიგვიღებდნენ ამერიკა— ევროპაში, როგორც პოლიტ–დევნილებს საიდანაც ენამზე, მწვავე განცხადებებს პერიოდულად გავაკეთებდი ელისეის მინდვრებიდან. P.S სხვათა შორის  2012 წელს ივანიშვილის ხავერდოვანი მოსვლა გამოიწვია სწორად მაშინდელი  პოლიტიკური პარტიებისათვის პულსის არ ქონამ, რომლებიც სააკაშვილის ხელისუფლებამ  ოლიგარქის შეკვეთითაც დაასუსტა და გააბანძა. თუ ექსპრეზიდენტს დღესაც უხარია უპულსო, არა მრავალპარტიული გარემო ეს ნიშნავს, რომ იგი უპირველესად თავის თავის მტერიცაა, რაც ძნელი დასაჯერებელია“,- წერს ნათელაშვილი

იტვირთბა....