ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ვაშაძე : ქართული ოცნება ძალადობით ცდილობს, რომ არჩევნების შედეგი გაიფორმოს

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი გიორგი ვაშაძე ევროკავშირის ოფისთან მომხდარ ინციდენს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ საარჩევნო პროცესი უმძიმეს ვითარებაში მიმდინარეობს, სადაც ძალადობრივი ქმედებები უკვე სტანდარტი ხდება

ამის შესახებ გიორგი ვაშაძემ მედიასთან გამრთულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ქართული ოცნების დამარცხების შემდეგ ქვეყანაში მშვიდობიანი განვითარების პროცესი დაიწყება.

„უმძიმეს და არანორმანულ ვითარებაში მიდის საარჩევნო პროცესი. ეს არის ვითარება, სადაც ფაქტობრივად,  დაჭრა, გატაცება ხდება სტანდარტი ამ ყველაფერში.  დაპირისპირებამ სრულიად სხვა განზომილება შეიძინა, რადგან ძალადობით ქართული ოცნება ცდილობს, რომ არჩევნების შედეგი გაიფორმოს. ჩვენ, ყველამ უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ დავამშვიდოთ ვითარება და ჩვენ, სტრატეგია აღმაშენებელი, შეგვიძლია ვიყოთ გარანტი იმისთვის, რომ არჩევნებში ქართული ოცნების დამარცხების შემდეგ იქნება მშვიდობიანი განვითარების პროცესი იქნება “,- აღნიშნა ვაშაძემ

შეგახსენებთ, რომ ქართული ოცნების თავმჯდომარე, ისე როგორც ოპოზიციის წარმომადგენლები ევროკავშირის ოფისში კარლ ჰარცელთან შესახვედრად იმყოფებოდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ მელია და კობახიძე ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

 

.

იტვირთბა....