ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ადვოკატების კოლექტიური სარჩელი სუს -ის წინააღმდეგ

ტარიელ კაკაბაძის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წინააღმდეგ ადვოკატები კოლექტიურ სარჩელს შეიტანენ. ადვოკატების განცხადებით, აღნიშნული ქმედებები არღვევს თანასწორობის პრინციპს და უფლებამოსილების ბოროტი გამოყენებაა.

მისივე თქმით, ფარული მიყურადება ხდება არა მხოლოდ მათ დაცვის ქვეშ მყოფ პირებზე, არამედ იმ ადამიანებზე ვინ უკვე თავისუფლებაში იმყოფება.

„გვისმენენ თავად ადვოკატებს შორის საუბარს, კითხულობენ ჩვენ მესიჯებს მესიჯებს. როდესაც ისმენენ ადვოკატებსა და კლიენტებს შორის საუბარს, როდესაც იციან ჩვენ რა სტრატეგია, რა ტაქტიკა გვაქვს, რაზე ვსაუბრობთ ისმენენ არა მხოლოდ პენიტენციურ დაწესებულებაში ჩვენს საუბარს თუ რაზე ვესაუბრები ჩემს დასაცავ პირს, არამედ ისმენენ უკვე თავისუფლებაში მყოფ, დაცვის ქვეშ მყოფთა საუბარს. აქედან გამომდინარე, იმ ფონზე, როდესაც სახელმწიფოს ბევრად მეტი რესურსი აქვს დაცვის მხარესთან შედარებით, რომ მოიპოვოს მტკიცებულებები, აღნიშნული უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, ნამდვილად ძალიან უხეშად ლახავს შეჯიბრობითობისა და თანასწორობის პრინციპს“,- აცხადებს კაკაბაძე

იტვირთბა....