სააკაშვილი უკრაინის ახალი პოლიტიკური ლიდერი იქნება შემდეგ არჩევნებში. ამის შესახებ უკრაინული გამოცემა „Business and Political Consultant” წერს.
სააკაშვილს უკრაინაში საკმაოდ მაღალი რეიტინგი აქვს. ის სულ ახალახანს უკრაინაში ყველაზე წარმატებულ პოლიტიკოსად დაასახელეს. ოდესის გუბერნატორს დიდი შანსი აქვს ჩამოაყალიბოს ძლიერი პოლიტიკური ძალა.
უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს „სოლიდარობის პარტიის“ რეიტინგი დრამატულად მცირდება. ბოლო კვლევებით (დემოკრატიული ინიციატივების ფონდი) მიხედვით, მმართველი ძალის რეიტინგი 9% -ია. ამ ფონზე სააკაშვილს ძალიან დიდი შანსი აქვს გახდეს ახალი პოლიტიკური მოძრაობის ლიდერი უკრაინაში და მონაწილეობა მიიღო არჩევნებში.
ავტორის შეფასებით, ოდესის გუბერნატორს შეუძლია, პეტრო პოროშენკოს პირადი მხარდაჭერის გაძლიერებაში დაეხმაროს, რადგან მას აქვს ქარიზმაც და მოსახლეობის ნდობაც.
“ამ ეტაპზე 90 პროცენტითაა შესაძლებელი იმის პროგნოზირება, რომ სააკაშვილი ახალ პოლიტიკურ პარტიას გაუძღვება და მომდევნო არჩევნებისთვის მოემზადება.” – ნათქვამია სტატიაში.