გარდა სამოსის ზომის შემცირებისა და ახლობლების არაეთიკური კითხვისა: „მოიმატე?“ წონის მატების შესახებ სხვა გზებითაც შეგიძლიათ შეიტყოთ, მითუმეტეს, რომ ეს უკვე მხოლოდ გარეგნობას არა, ჯანმრთელობასაც ეხება და იგულისხმება, რომ დიეტა სასწრაფოდ უნდა დაიწყოთ!
1, ვარჯიში გიჭირთ – ვარჯიში იშვიათად სიამოვნებთ ან მოსწონთ ადამიანებს, მაგრამ ფიზიკური თუ სუნთქვითი დისკომფორტი ვარჯიშის ნებისმიერ ეტაპზე გულისხმობს, რომ წონაში მოიმატეთ.
2, ცუდად სუნთქვა – თუ ბოლო პერიოდში მძიმედ სუნთქვათ, დილით ჰაერის უკმარისობით იღვიძებთ და ცუდად გძინავთ, ეს წონაში მატების ნიშანია. კისრის მიდამოში ცხიმის დაგროვებას სასუნთქი არხების შევიწროვება შეუძლია.
3, სულ დაღლილი ხართ– შესაძლოა შიდა ანთება გაქვთ, რომელიც ჭარბი ცხიმით არის გამოწვეული.
4, ყოველთვის მშიერი ხართ-მაშინაც კი, როცა საკმარისზე მეტად იკვებეთ, კვლავ გშიათ და საკვებზე ფიქრობთ. ეს ნიშნავს, რომ არასწორად იკვებებით, მაგალითად, ტკბილეულს მიირთმევთ, რომელიც არ შეიცავს იმ ნივთიერებებს, რომელიც დაგანაყრებთ. წონის დაკარგვა მადის გაქრობასაც გამოიწვევს.
5, მუხლები, წელი, ზურგი გტკივათ- დამატებითი წონა აწვება სახსრებს, რაც მათ ტკივილს იწვევს.
მნიშვნელოვანია ამ ნიშნებს ყურადღება მიაქციოთ, რადგან განსაკუთრებით ამ შემთხვევებში წონის მატება თქვენ ჯანმრთელობაზე ცუდად აისახება.