ახალი ამბები მედია მთავარი მსოფლიო

ISIS-მა ჟურნალისტი სიკვდილით დასაჯა: “მაქვს ღირსება, რომელიც ყველაფერზე მაღლა დგას”

ISIS-მა 30 წლის ჟურნალისტი ქალი სიკვდილით დასაჯა. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

რუქია  ჰასანი სირიელი ჟურნალისტი  „ისლამურმა სახელმწიფომ“ სიკვდილით სავარაუდოდ ერთი წლის წინ დასაჯა, თუმცა ISIS-მა ჟურნალისტის მკვლელობა მის ოჯახს ახლახანს აცნობა.

რუქია ჰასანი ნისან იბრაჰიმის ფსევდონიმით სირიის ქალაქ ალ-რაქაზე წერდა, რომელსაც ახლა ისლამური სახელმწიფო აკონტროლებს. ის აღწერდა ქალაქის მაცხოვრებლების ყოველდღიურ ცხოვრებას და როგორ უმკლავდებოდნენ ისინი ტერორისტების მმართველობას.

ბოლო პოსტი ჟურნალისტმა სოციალურ ქსელში გასული წლის ივლისში გაავრცელა.

“მე ვარ რაქაში და მოკვლით დამემუქრნენ. არაუშავს, თუ ISIS-ი დამაკავებს და მომკლავს იმიტომ, რომ ისინი მომკვეთენ თავს, მე კი მაქვს ღირსება, რომელიც ამ ყველაფერზე მაღლა დგას.”- წერს ჟურნალისტი „ტვიტერში“.

მან ასევე გამოაქვეყნა საკუთარი სურათიც, რომელსაც დღეს მსოფლიო მედია ავრცელებს.

 

 

 

 

იტვირთბა....