“ქართულ ოცნებას ვერ ვუწოდებ გუნდს. ნება იბოძონ და წესიერად შეარჩიონ კადრები, წესიერად მოექცნენ ერთმანეთს, ხალხს მიაქციე ყურადღება და 100 კაციდან მხოლოდ 20 არ მოგივა არჩევნებზე. ჩვენთან ცალ-ცალკე ყველა მაგარია, მაგრამ ის, რაც მე გითხარი და რაც ყველაზე მთავარია, არ არსებობს, ამის ნაკლებობაა. ორად ორი ადამიანია, ვისიც მე მჯერა – ესენი არიან ირაკლი ღარიბაშვილი და ბიძინა ივანიშვილი”. – ასეთი განცხადება გააკეთა ალიასთან ინტერვიუში “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, დეპუტატმა სოსო ჯაჭვლიანმა.
შეგახსენებთ, პრემიერ ბიძინა ივანიშვილის ცვლილების მთავარ მოტივად, ბოლო დროს “ქართული ოცნების” რეიტინგის დაცემა სახელდება.