ვერძი – ვერძებს წლის პირველ ნახევარში ფინანსური წარმატების პერიოდი უდგებათ. ამ დროს ინვესტიციების გაკეთება მომგებიანია. საქმიანი შეთანხმებები ნაყოფიერი იქნება. ვერძები ფინანსურ ხარჯებს მთელი წლის განმავლობაში საღად მართავენ. თუმცა წლის ბოლოსკენ მათკენ ცოტა მოიმატებს ფულის უმიზნოდ ხარჯვის ტენდენცია. თუმცა ფაქტია, რომ მათ ექნებათ ამის ფინანსური შესაძლებლობა.
კურო – კუროებმა 2016 წელს ყურადღება უნდა მიაქციონ შემოსავლის და ხარჯის ბალანსს. სასურველია ექსპერტის და გამოცდილი ადამიანების რჩევა მიიღონ მთელი წლის განმავლობაში ფინანსებთან დაკავშირებით.
ტყუპები – 2016 წელს ტყუპები წინა წლის ყველა სესხს მოიშორებენ და ფინანსურ დეფიციტს გადაჭრიან. ტყუპებო, გამოიყენეთ თქვენი ფინანსური ინტელექტი დაგეგმოთ და შეიმუშავოთ მთელი წლის ბიუჯეტი. ეს ნიშნები თანხის დიდ ნაწილს სახლის რემონტში დახარჯავენ. ოქტომბერში ტყუპების ფინანსები ახალ ფორმას მიიღებს.
კირჩხიბი – 2016 წლის დასაწყისში კირჩხიბების ფინანსური მოგება მოლოდინსაც კი გადააჭარბებს. მაგრამ ამ ნიშნებმა უნდა შეზღუდონ ხარჯები და გააფართოვონ ინვესტიციები წლის მეორე ნახევრისთვის. კირჩხიბებმა უნდა ეცადონ შეამცირონ ფუფუნების საგნები და ზედმეტი ხარჯები ამ წლისთვის.
ლომი – ლომმაც მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს 2016 წელს ფინანსების მართვას. ლომების დაწყებული საქმეები ნაყოფიერი იქნება და მეტ თანხას გამოიმუშავებენ, ვიდრე წინა წელს. მაგრამ მათ უნდა შეინახონ თანხა და ეცადონ გონივრულად დააბანდონ. სექტემბერი ლომების ფინანსურ შესაძლებლობებს გაზრდის.
ქალწული – ამ ნიშნებსაც 2016 წელს თანხების გონივრული მართვა მართებთ. ქალწულებმა ჩვეული გამჭრიახობით უნდა განსაზღვრონ ბიუჯეტი და ეცადონ წლის ბოლოსთვის დაბანდება გააკეთონ. მათ მოგებას სწორედ ეს პროცესი მოუტანს.
სასწორი – სასწორებს შესანიშნავი ფინანსური წელი უდგათ. მათ როგორც ნაყოფიერი დაბანდებები და ინვესტიციები გამოუვათ მთელი წლის განმავლობაში, ასევე შემოსავალიც მნიშვნელოვნად გაეზრდებათ. მაგრამ სასწორებმა მთელი ყურადღება წლის განმავლობაში დაგროვილ დავალიანებებს და მათ მოშორებას უნდა დაუთმონ. წლის ბოლოს სასწორებმა უსარგებლო ხარჯები უნდა შეამცირონ და მომავლისთვის ფულის დაგროვებას შეუდგნენ.
მორიელი – ეს ნიშნები 2016 წელს ფინანსურ პრობლემებს ნდობის შედეგად გადალახავენ. ამ ნიშნებს ფინანსური უნარები ისედაც გააჩნიათ და წელს ის გაუძლიერდებათ, რაც დაეხმარებათ ფინანსების მოზიდვაში. ამ წელს მორიელებმა ჯობს ექსპერტებს (გამოცდილ ადამიანებს) მიანდონ ფინანსური დაგეგმვა.
მშვილდოსანი – ამ ნიშნებს წარმოუდგენლად მაგარი ფინანსური წელი აქვთ. თუმცა მათ უნდა მოახერხონ და გაზრდილ შემოსავალთან ერთად ხარჯებიც არ გაზარდონ, ან, როგორც მინიმუმ, ბალანსი დაიცვან. 2016 წელს მშვილდოსნებმა თავი შორს დაიჭირონ იმ ხალხისგან, ვისაც ძვირადღირებული ნივთების შეძენა და ზოგადად ფულის ხარჯვა უყვარს, რადგან იქნება სპეკულაციები. კარგი წელია ინვესტიციებისთვის.
თხის რქა – ამ ნიშნებმა მაისამდე დანაზოგი უნდა გააკეთონ და ხარჯები შეამცირონ. ამ პერიოდში მოხდება ფინანსური ცვლილებები. თხის რქებმა ფინანსური სტრატეგია უნდა შეიმუშაონ და ემოციებს გასაქანი არ მისცენ.
მერწყული – ამ ნიშნებს შანსი ეძლევათ 2016 წელს უცბად დაისახონ და განახორციელონ ფინანსური მიზნები. თუმცა მათ აქვთ საშიშროება მაისამდე ბიუჯეტი გაერღვეთ. ივნისიდან მერწყულების ფინანსური მდგომარეობა სტაბილურდება, ხოლო თუ ისინი მოახერხებენ და ხარჯსა და შემოსავალს შორის ბალანსს დაიცავენ, სექტემბრისთვის წარმატებებიც ექნებათ.
თევზები – ამ ნიშნებისთვის 2016 წელი ფინანსურად წარმატებულია. თევზებს ფინანსური ინტელექტი არ მიატოვებთ და წლის ბოლომდე შემოსავალს გაზრდიან. ასტროლოგები თევზებს სთხოვენ, რომ დანახარჯებს ყურადღება მიაქციონ. თუ ამ რჩევას გაითვალისწინებენ, ერთ-ერთი წარმატებული წელი ექნებათ.