ოპოზიციონერი დეპუტატი, გუბაზ სანიკიძე, ქართული ოცნების მხარდამჭერებს და მრევლს კითხვით მიმართავს და აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი არის მებრძოლი ათეისტი.
“ახლა მე მოგმართავთ კითხვით ქართული ოცნების ამომრჩევლებს და მორწმუნე მრევლს: ადამიანი ცნობილი არის როგორც მებრძოლი ათეისტი , ვსაუბრობ ბიძინა ივანიშვილზე, არ მალავს კაცი ამას. ეს მებრძოლი ათეისტი როგორ ახერხებს და ჩვენ როგორი ბრიყვები ვართ , რომ მის მხარეზეა საპატრიარქო და მრევლის მნიშვნელოვანი ნაწილი. მერძოლი ათეისტის მხარეზე ხართ მორწმუნენი – ამაზე მეტი დაბნელება რა შეიძლება იყოს” , – განაცხადა სანიკიძემ ფორმულას ეთერში.