მთავრობის მეთაური , ირაკლი ღარიბაშვილი , ეხმაურება ექსპერმიერ გიორგი გახარიას განცხადებას ჩანაწერებთან დაკავშირებით, და აცხადებს რომ ეს ყველაფერი არის შეთქმულება ეკლესიასა და სახელმწიფოს წინააღმდეგ.
“ეს არის შეთქმულება ეკლესიასა და სახელმწიფოს წინააღმდეგ. საეჭვოდ ემთხვევა სააკაშვილი, გახარია და ყველა იმ ოპოზიცის ინტერესებს, რომლებიც გამოდიან და სახელმწიფოს წინააღმდეგ აკეთებენ განცხადებას. ამ ყველაფერს , რა თქმა უნდა, სჭირდება გარკვევა და დადგენა და აუცილებლად დაისჯება ყველა” , – განაცხადა ღარიბაშვილმა “რუსთავი 2”-ის ეთერში.
ცნობისთვის, გახარიამ განაცხადა ,რომ მისი პრემიერობის დროს ქვეყნის შიდა და გარე უსაფრთხოებასთან დაკავშირებით გარკვეული სახის ბრიფები მიდიოდა მასთან, თუმცა ამ მასშტაბის ინფორმაციას არ ფლობდა.