ახალი ამბები

ღარიბაშვილი ქარდავაზე: ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ყველა ის ადამიანი რომელიც წლების განმავლობაში ჩაგრავდა მოსახლეობას, იქნეს წარდგენილი მართლსმაჯულების წინაშე

პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი გამოეხმაურა მეგის ქარდავას საქართველოში ექსტრადირებას და “ღამის კურიერში” აცხადებს:

“მეგის ქარდავა ცნობილი იყო, როგორც მიხეილ სააკაშვილის ძალადობრივი ჯგუფის და მისი ხელისუფლების მჩაგვრელი, შემსრულებელი სასტიკი და სადისტური დავალებისა , ამიტომ ექსტრადაცია ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ყველა ის ადამიანი რომელიც წლების განმავლობაში ჩაგრავდნენ ჩვენს მოსახლეობას , იქნეს წარდგენილი მართლსმაჯულების წინაშე” ,- განაცხადა მან.

ცნობისთვის, დღეს, 17 სექტემბერს , მეგის ქარდავა საქართველოს გადმოეცა. ქარდავა საქართველოში კიევი-თბილისის რეისით უკვე ჩამოიყვანეს. მას მძიმე ბრალდებები სისხლის სამართლის 11 საქმეზე წარედგინა, მათ შორის 5 საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი დაუსწრებლად დადგა.

 

 

იტვირთბა....