ახალი ამბები საზოგადოება

ფორმულაში პროკურატურის წარმომადგენლები მივიდნენ

პროკურატურის წარმომადგენლები ტელეკომპანია ფორმულაში აპირებენ მისვლას. არსებული ინფრომაციით,  საქმე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილ მასალებს ეხება.

მანამდე კი ფორმულას ახალი ამბების სამსახურის უფროსი ნანა ინწირკველი თბილისის პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა.

“ვინაიდან ვიყავი დავალებების უშუალო გამცემი აინტერესებდათ, რა ფორმით ხდებოდა მასალების მოპოვება, მერე როგორ იღებდნენ ჟურნალისტები ამ მასალას, მერე სად იყო განთავსებული. მისაწვდომი იყო თუ არა ეს ფაილები ყველასთვის და აქვთ თუ არა საშუალება, რომ მოვიდნენ და ნახონ. აინტერესებთ, რა ვნახეთ, რა ვიცით და რა გავშიფრეთ. მათ აინტერესებთ, ჩვენ რა ვიცით”, – ამბობს ნანა ინწკვირველი პროკურატურის დატოვების შემდეგ.

ადვოკატის ედუარდ მარიკაშვილის განცხადებით, ტელეკომპანია ფორმულამ გამოძიებასთან თანამშრომლობაზე თანხმობა განაცხადა.

“მნიშვნელოვანი არის რომ ეს მასალები მათაც ჰქონდეთ, რაც ნიშნავს იმას, რომ იმ ფორმით არ მოხდება ამ მასალების ამოღება, ეს მასალები ტელევიზიაში დარჩება. ქალბატონი ნანას კომპეტენციაში რაც იყო, მან თანხმობაა განაცხადა თანამშრომლობაზე. მაქსიმალურად ვითანამშრომლებთ გამოძიებასთან და ხელს შევუწყობთ გამოძიებას”, – თქვა მარიკაშვილმა.

აქვე გეტყვით, რომ გუშინ, პროკურატურის წარმომადგენლები ტვ პირველშიც იმყოფებოდნენ. არხის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის, ნოდარ მელაძის თქმით, პროკურორი ტელევიზიაში წინასწარი შეთანხმებით მოვიდა. მისი განცხადებით, შოთაძის უწყება ტელეკომპანიას იმ ფაილების გადაცემას სთხოვდა, რომელიც ისედაც ხელმისაწვდომია.

იტვირთბა....