საქართველოს პრეზიდენტი ,სალომე ზურაბიშვილი, სახელმწიფო ინსპექტორს, ლონდა თოლორაიას და სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას, შეხვდა – ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე, საქართველოს პრეზიდენტმა და სახელმწიფო ინსპექტორმა, ბოლო პერიოდში ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან და გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ისაუბრეს.