ნაციონალური მოძრაობის წევრი, ეკა ხერხეულიძე მიწისქვეშა გადასასვლელში დატრიალებულ ტრაგედიას ეხმაურება, სადაც წინასწარი ინფორმაციით, მოხუცი მიუსაფარი ყინვის შედეგად გარდაიცვალა:
„შეგნებულად არაფერს ვწერდი გაყინული მიუსაფარი მოხუცის შესახებ. თუმცა, მატრაკვეცობა მგონია დაწყებული კამპანია-“არავის ვადანაშაულებ, ეს ჩემი ბრალია”
არ არის ასე,ბატონებო!
ყოველი მოქალაქის სიცოცხლეზე პასუხისმგებელია ხელისუფლება. ამ ერთი მოხუცის ტრაგედიით არ მთავრდება ეს სირცხვილი. სამწუხაროდ, უამრავ ადამიანს ვხვდებით ქუჩაში სიცივისგან გათოშილი გამოწვდილი ხელით და არა მარტო მოხუცებს. სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას მიუსაფარი მოქალაქე. სრულიად უადგილოა მოგონებები იმასთან დაკავშირებით, ვინ ვის როდის დავხმარებივართ. ეს ჩვენი პირადი დამოკიდებულებაა, ხოლო მეურვეობა სახელმწიფოს ვალდებულება. თქვენივე სიტყვების სიყალბეში რომ დარწმუნდეთ, მოვიყვან სამ კონკრეტულ მაგალითს, სად იყინებიან ჯერ კიდევ ცოცხალი მოხუცები და ხვალ რომელი მიიყვანთ ამ მისამართებიდან რომელიმეს გასათბობად, გაგვაგბინეთ. აბაშიძეზე ბიგ-ბენთან ნაზი, ნაფარეულის კუთხეში ასმათი და გორგასალის ქუჩაზე (ნიკორასთან)ნონა.
ესაა სიმართლე და თუ გინდა დაუსრულებლად ეკეკლუცეთ ერთმანეთს!“ – წერს ეკა ხერხეულიძე ფეისბუქზე.