ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

რა ჭირს “ქართულ ოცნებას”? – ან ჯადო გვაქვს, ან თვალნაკრავები ვართ

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის ომარ ნიშნიანიძის თქმით, პარტია „ქართულ ოცნებას“ საშველი იმიტომ არ დაადგა, რომ ან ჯადო აქვს გაკეთებული ან თვალნაკრავია და გამოლოცვაა საჭირო. ამის შესახებ ნიშნიანიძემ გაზეთ „ახალ თაობასთან“ საუბრისას განაცხადა.

„ან ჯადო გვაქვს გაკეთებული, ან თვალნაკრავი ვართ, ალბათ უნდა გამოვულოცო. ბებიაჩემმა იცოდა ნახშირით და შავტარიანი დანით გამოლოცვა და ამ ხერხს მივმართავ, ხანდახან ეჭვიც კი მიჩნდება, უნდათ თუ არა საერთოდ პარტია „ქართული ოცნება“. პარტიის საქმე კარგად ნამდვილად არ არის. ჩვენ დიდი ხნის წინ უდნა გავაქტიურებულიყავით. საპარლამენტო არჩევნები კარს მოგვადგა“ – განაცხადა ნიშნიანიძემ.

მისი თქმით, იმედი აქვს რომ ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი ამ პროცესებში ჩაერევა და აღნიშნავს, რომ მისი გამოჩენა ნებისმიერი მათგანისთვის სტიმულის მიმცემი იქნება.

„ცხადია, ჩვენც უნდა გავაქტიურდეთ. ასე თუ დავჯექით, არჩევნებზე შედეგის დადება გაგვიჭირდება. ვიღაც ნამდვილად არ უნდა გვბლოკავდეს. ისე ნუ გავიგებთ, რომ კოალიციის წევრები პარტია „ქართულ ოცნებას“ ბლოკავენ. მაგრამ არც არავინ მოგვიწოდებს აქტიურიბისკენ, ხოლო ცოტა თუ გააქტიურდი, ეს შესაძლოა ჩვენიანებს მოხვდეთ ცუდად გულზე. ბევრს არაფერს ვითხოვთ, მაგრამ პარტიას პატარა სტიმული ნამდვილად არ გვაწყდენდა. ივანიშვილის გააქტიურების შემდეგ, ამ მხრივ ვითარება ნამდვილად შეიცვლება“ – აცხადებს ნიშნიანიძე.

იტვირთბა....