ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პრემიერ-მინისტრი სხვა მინისტრებთან ერთად მოკლული პოლიციელების დაკრძალვას დაესწრო

კახეთში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელების – მაია ჯავახიშვილის და გელა ლამაზოშვილის დაკრძალვას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან და მთავრობის წევრებთან ერთად დაესწრო.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლები საპატიო ყარაულის თანხლებით დაკრძალეს.

შეგახსენებთ, რომ 30 დეკემბერს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის მთავარი სამმართველოს ეზოში სამართალდარღვევათა აღრიცხვისა და ანალიზის განყოფილების თანამშრომელს მაია ჯავახიშვილს და პოლიციის კაპიტნის გელა ლამაზოშვილს სანადირო თოფიდან ესროლეს. ორივე პოლიციელი გარდაიცვალა. თავდასხმაში ბრალდებული კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცხელ კვალზე დააკავეს. მიმდინარეობს გამოძიება.

 

 

იტვირთბა....