ლაგოდეხის მთებში დაკარგული სამი მამაკაცის სამძებრო სამუშაოები კვლავაც გრძელდება. ამის შესახებ „მეტრონომს“ სამაშველო სამსახურში განუცხადეს.
დაკარგულ მამაკაცებს უკვე რამდენიმე დღეა ეძებენ. შსს-ს ნობით, სამაშველო ღონისძიებებში ჩართულია ვერტმფრენი, ასევე სამაშველო ჯგუფი და ადგილობრივი მოსახლეობა.
შეგახსენებთ, 4 მამაკაცი მდინარე კაბლის-ხევის ტერიტორიაზე სალაშქროდ წავიდა. ერთმა დიდთოვლობისა და ქარბუქისგან თავის დაღწევა შეძლო. სამთან დაკავშირება კი ვერ ხერხდება. ცნობილია, რომ მთაში დარჩენილებს არ აქვთ საკმარისი საკვები და შესაბამისი აღჭურვილობა.