aviabiletebi
ახალი ამბები საზოგადოება

აიცერი და მოიგეს პირველი გამარჯვებული დღეს, 12 საათზე გამოვლინდება

aviabiletebi
ავიაბილეთები

“აიცერი და მოიგეს” პირველი გამარჯვებული დღეს, 12 საათზე გამოვლინდება – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, განაცხადა.

მისი თქმით, გათამაშება გაიმართება ვებგვერდზე – www.stopcov.lotto.ge , როგორც ყოველდღიურ, ასევე ყოველკვირეულ ფორმატში.

“მონაცემები განახლდება ყოველდღიურად. გუშინდელი მონაცემები, დღის ბოლოს მიეწოდა ლატარიის კომპანიას, შესაბამისად, თუ პიროვნება აიცრა გუშინ, მას უკვე შესაძლებლობა ექნება, დღეს მიიღოს მონაწილეობა გათამაშებაში. შესაბამისად, სანამ ეს გათამაშება იქნება, იგივე პრინციპით განხორციელდება მონაცემების მიწოდება და შემდეგ გათამაშება“, – აღნიშნა გიორგი ღიბრაძემ.

 

იტვირთბა....