თურქეთის საზღვართან 21 მიგრანტის ცხედარის ნაწილები იპოვეს. ინფორმაციას როიტერი ავრცელებს.
დაღუპულთა შორის 3 ბავშვია. ცხედრები სანაპიროს სხვადასხვა ადგილას იპოვეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, სამაშველო სამსახური და ვერტმფრენები ადგილზე მუშაობენ.
გავრცელებული ინფორმაციით, მიგრანტები საბერძნეთში ჩასვლას ცდილობდნენ.