ახალი ამბები პოლიტიკა

მეუფე პეტრე ჩანაწერებზე: ხელისუფლება გაკოტრდა და რეპრესიული მანქანა უფრო მეტად ამუშავდა

“წინასაარჩევნოდ, გაოგნებული ვიყავი რამდენიმე სასულიერო პირის პოზიციით. ვფიქრობდი, რა დონეზე ჰყავს ხელისუფლებას ალბათ მძევლად, რომ ამას აკადრებინებს, რა დონეზე არიან მძევლად, რომ დუმან ამ უსამართლობის გამო რაც საქართველოში ხდება” , – ამის შესახებ მეუფე პეტრე ცაავამ “ფორმულას” ეთერში ისაუბრა და არ გამორიცხავს,რომ , სუს-ის მიერ სასულიერო პირებზე ჩანაწერების მომზადება არჩევნებს უკავშირდება.

მისივე თქმით, სახელმწიფომ “რეპრესიული მანქანა აამუშავა”.

“როდესაც ხელისუფლება გაკოტრდა, განსაკუთრებით 2020 წლის არჩევნების შემდეგ და აბსოლუტური ნდობა დაკარგა, რეპრესიული მანქანა უფრო მეტად ამუშავდა, მათ მოინდომეს თავის უფრო მეტად გადაზღვევა.

შეიძლება იყო მოთხოვნა, რომ პირადად პატრიარქი გამოსულიყო და განცხადება გაეკეთებინა და ღიად დაეჭირა მხარი ხელისუფლებისათვის. ხელისუფლება და კრემლი ხედავს, რომ ხალხს არ აქვს ნდობა და დაკარგულია მათი დასაყრდენი. ამიტომ ერთადერთი გამოსავალი არის ეკლესია, თუმცა ისიც გაშიშვლებული, გაკოტრებული, მხილებული”, – განაცხადა მეუფე პეტრემ.

 

იტვირთბა....