[su_quote] ჩვენ თავდასხმა ვიხილეთ სამხარაულის ეროვნულ ბიუროზე, რომელიც აქამდე არ მოფიქრებია „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებსაც კი. სამხარაულის ბიუროზე თავდასხმა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მას არ დაეჭირა თავის გამართლების პოზიცია. საერთოდ არავინ ფიქრობდა „კოკაინზე“ და არც მსგავს საკითხებზე, ჯანსაღი ცხოვრების წესზე დაწყებული კამპანია გადაიქცა ვიღაცების თავის მართლების კამპანიად, უცხოეთში აპირებენ „ბანკებით“ სირბილს, როგორც ის ამბობს. საქართველოში თურმე უხერხულია და უცხოეთში კარგია „ბანკებით“ სირბილი, როდესაც ყველაზე ობიექტური ეროვნული ბიურო, ექსპერტიზის ეროვნული ცენტრი არასდროს გამხდარა თავდასხმის ობიექტი, გახდა მხოლოდ მისი მხრიდან [/su_quote]
– განაცხადა “ქართული ოცნების” ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, გამართულ ბრიფინგზე, რითაც გამოეხმაურა გახარიას განცხადებას რომლის თანახმადაც, მის წინააღმდეგ მზადდებოდა პროვოკაცია ნარკოტესტთან დაკავშირებით.