[su_quote] ის, რასაც ხელისუფლება დღეს აკეთებს, არის ადამიანებში რწმენის განადგურება, ადამიანებში ნიჰილიზმის დანერგვა იმიტომ, რომ გაუჩნდეთ ადამიანებს განცდა, რომ არაფერი ამ ქვეყანას არ ეშველება. სინამდვილეში, ხელისუფლებას მინდა, მივმართო, რომ ეს შეუძლებელია, ჩვენი მოქალაქეები ერთადერთ გადაწყვეტილებას მიიღებენ. 2 ოქტომბრის არჩევნებზე მოვლენ და საბოლოოდ გეტყვიან იმას, რომ თქვენ არ უნდა იყოთ ხელისუფლებაში, თქვენ დამარცხდებით საქართველოს მოქალაქეების წინაშე ერთხელ და სამუდამოდ. პირადად მე, პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი, თამარ კორძაია იმიტომ ვარ ამ კოალიციაში და იმიტომ, ვიღებ ყველა ამ დანაშაულთან დაკავშირებით ხმას, რომ მიმაჩნია, კოალიცია, ერთიანი ოპოზიცია, არის უნარიანი, გაისტუმროს ეს დამნაშავე ხელისუფლება 2 ოქტომბერს და 2 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მოვიყვანოთ ამ ქვეყანაში ხელახალი არჩევნები, საპარლამენტო, კოალიციური მთავრობა, რომლის პირველი გადაწყვეტილება უნდა იყოს სუს-ის გაუქმება და მოქალაქეებში იმ რწმენის გაჩენა, რომ მათ შეუძლიათ თავისუფლად და მიყურადების გარეშე ცხოვრება. [/su_quote]
– ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თამარ კორძაიამ, ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით განაცხადა.