ახალი ამბები პოლიტიკა

გახარიას შეთავაზება: მოდი, თქვენივე ტერიტორიაზე, თქვენსავე ტელევიზიებში მოვაწყოთ დებატები

ყოფილი პრემიერი, პარტია საქართველოსთვის თბილისის მერობის კანდიდატი,  გიორგი გახარია,  კახა კალაძეს ტელეკომპანია იმედზე, ხოლო ნიკა მელიას მთავარ არხზე დებატებში მონაწილეობას სთავაზობს:

მივმართავ „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს კახა კალაძეს, „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატს ნიკა მელიას, მოდი, თქვენივე ტერიტორიაზე, თქვენსავე ტელევიზიებში მოვაწყოთ დებატები პირისპირ, ერთი ერთზე იმისთვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს, თბილისელებს მივცეთ შესაძლებლობა, რომ მიიღონ სწორი და ინფორმირებული არჩევანი. როგორც ჩანს, როგორც ბოლო გამოსვლებში მოვისმინე, კახა კალაძეს სხვა ტელევიზიებში სიარულის გარკვეული დისკომფორტი აქვს, ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა შევთავაზო „იმედის“, პარტიულ ტელევიზიაში დებატები, იმედი მაქვს, რომ ამაზე მაინც მივიღებ დადებით პასუხს. ნიკა მელიას კი „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიულ არხზე „მთავარ არხზე“ ვთავაზობ დებატებს…

დღეს არის 13 რიცხვი, ჯერ კიდევ არის საკმარისი დრო, ამიტომ ივარჯიშეთ, მოემზადეთ. მე მზად ვარ ნებისმიერ ფორმატში, ნებისმიერ თქვენთვის კომფორტულ ფორმატში ასეთი დებატები ჩავატაროთ. ეს იქნება პირველ რიგში, თბილისელების და საქართველოს მოქალაქეების პატივისცემა, მივცეთ მათ შესაძლებლობა ნორმალური არჩევანი გააკეთონ”, – განაცხადა გახარიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

იტვირთბა....