ახალი ამბები პოლიტიკა

ვოლსკი: ჩანაწერებს ნაცმოძრაობა აკეთებდა, ეს ფაილები გატანილია და არსებობს

“ქართული ოცნების” დეპუტატის, გია ვოლსკის განცხადებით,  პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეოებს “ნაციონალური მოძრაობა” აგროვებდა.

“თუ ვინმე ფაილებს აგროვებდა და ჩანაწერებს აკეთებდა, მათ შორის, პირადი ცხოვრების, მონაზვნების, მღვდლების, თითოეული ჩვენგანის, ჟურნალისტების, ეს იყო “ნაცმოძრაობა. ეს ფაილები არსებობს, არსად გამქრალა და ერთადერთი რაც მიმაჩნია, რომ შეცდომა იქნა დაშვებული, არ უნდა განადგურებულიყო კასრებში მოთავსებული ათასობით მტკიცებულება არაადამიანური ქმედებების და ადამიანის უფლებების დარღვევის თაობაზე, მათ შორის ის, რომლითაც ადამიანებს აშანტაჟებდნენ, ეს ფაილები არსებობს, ეს ფაილები გატანილია და იმ ადამიანების ხელშია დღეს, რომლებიც აშანტაჟებდნენ და განაგრძობენ ამ ფაილებით მანიპულირებას”,- თქვა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ ინტერნეტ სივრცეში გავრცელდა ფაილები, რომლებიც, სავარაუდოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ არის შექმნილი და ასახავს სასულიერო პირების, მათთან დაკავშირებული ადამიანების პირად ცხოვრებასა და კავშირებს.

იტვირთბა....