ღონისძიებებზე დასასწრებად მოქალაქეებს ვაქცინაციის ცნობისა და ტესტის პასუხის გარდა, შეეძლებათ წარადგინონ დოკუმენტიც, რომლითაც დასტურდება, რომ კორონავირუსი ბოლო 6 თვის განმავლობაში ჰქონდათ გადატანილი – ამის შესახებ გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღომ.
როგორც გიორგი ღიბრაძემ განმარტა , 6 თვე აითვლება ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევიდან 14 დღის შემდეგ.
“სხვადასხვა ღონისძიებებზე, მაგალითად კონფერენციებზე, ტრენინგებზე, სპორტულ შეჯიბრებებსა და ასე შემდეგ, დასასწრებად მოქალაქე ვალდებულია წარადგინოს ვაქცინაციის ცნობა ან ბოლო 72 საათში ჩატარებული pcr ტესტი ან ბოლო 24 საათში ჩატარებული ანტიგენ ტესტის უარყოფითი პასუხი. საბჭოს გადაწყვეტილებით, აღნიშნულ კატეგორიას ემატება ის პირები, რომლებსაც ბოლო 6 თვის განმავლობაში გადატანილი აქვთ კოვიდ 19. აღნიშნული 6 თვე აითვლება ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევებიდან 14 დღის შემდეგ”, – თქვა გიორგი ღიბრაძემ საკოორდინაციო საბჭოს შედგენ გამართულ ბრიფინგზე.