[su_quote] ძალიან შეწუხებული ვარ, რომ მამაჩემის მომხრეთა მცირე ნაწილი შეყვანილია შეცდომაში და „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკური ინტერესის გამტარ „რასკოლნიკებს“, აიგივებს მამაჩემის სახელთან. პარტია „საქართველოსთვის“ არანაირი კავშირი არ აქვს და ვერც ექნება მამაჩემის იდეებთან.
უფრო მეტიც, ეს არის უნიჭო მცდელობა, ზვიადის სახელით ხალხი შეიყვანონ შეცდომაში და თავიანთი თაღლითური ნიჭით,ნაცმოძრაობას კვლავ ჩაუსახონ იმედი იმ უიმედო სიტუაციაში,რასაც მათი ძალაუფლებაში მობრუნება ჰქვია, რომელიც წარმოუდგენელია და ვერანაირი მოცემულობა, ამის შანს ვერანაირად ვერ იძლევა.
პარტია „საქართველოსთვის“ მენეჯმენტს კი ვეტყოდი, სამეგრელოში ისევ, პუტჩისტი და სამეგრელოს ამაოხრებლების იმედად იყვნენ აჯობებს, მარტო თემურ გერგაია ვერ ეყოფათ. ძალიან მალე ნახავენ რეალობას და იციან მათ ეს. სანამ სამეგრელოში ვარ, მე ჩვენი ნაწამები ხალხის შეცდომაში შეყვანას არ დავუშვებ. [/su_quote]
-ამის შესახებ Twitter-ზე საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი, გიორგი გამსახურდია , წერს.