ახალი ამბები პოლიტიკა

ჯაფარიძე: მელიას პირობაა, თუ სააკაშვილიც ეცდება ძალაუფლების ერთ ხელში ჩაგდებას, ვიბრძოლებთ

[su_quote] ფუნდამენტურ რაღაცებზე ვთანხმდებით, როგორ დავშალოთ ძალაუფლება, რომ ერთ ხელში არ იყოს კონცენტრირებული და წავიდეთ მართლაც დასავლური, ჩემთვის ყველაზე მოსაწონი ამერიკული მოდელისკენ, როცა ძალაუფლება შტოების მიხედვითაც დანაწილებულია და ვერტიკალურადაც გადანაწილებულია. ეს არის აქედან გამოსავალი. ამ შემთხვევაში ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ვინ აღმოჩნდება – სააკაშვილი იქნება, მელია, ხოშტარია, ჯაფარიძე თუ ნათელაშვილი, არავისადმი არ მაქვს ნდობა, როდესაც ამხელა ძალაუფლებაზე საუბარი. ჩვენ ამაზე ვართ შეთანხმებულები, ეს უნდა დაიშალოს. თუ ისე აღმოჩნდება, რომ რომელიმე პოლიტიკოსი, მათ შორის, თუნდაც სააკაშილი წავა ამის წინააღმდეგ, შემიძლია გულწრფელად გითხრათ, არასოდეს ეთერში არ მითქვმს, ნიკა მელიასგან მაქვს პირობა, რომ ის იქნება ამ ბრძოლაში ჩემს გვერდით. ნებისმიერს, ვინც არ უნდა იყოს, ვინც ეცდება, რომ ძალაუფლება ისევ ერთ ხელში ჩაიგდოს, ჩვენ დავუპირისპირდებით ერთად. ამაზე ვართ შეთანხმებული, ეს არის ამ ქვეყნისთვის გამოსავალი. [/su_quote]

-განაცხადა “გირჩი-მეტი თავისუფლების” ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ “მთავარი არხის” ეთერში.

 

იტვირთბა....