ყვარლის “საქართველოს ბანკზე” თავდასხმისთვის ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს თელავის რაიონულმა სასამართლომ იმსჯელა.
მოსამართლემ ბრალდებული შალვა მელიქიშვილი პატიმრობაში დატოვა.
დაცვის მხარე გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.
იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარება, ტერორისტული თავდასხმა და მძევლების აყვანა – ამ ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 49 წლის მამაკაცს, რომელიც ერთ-ერთი რესტორნის მზარეული იყო, 15-წლამდე პატიმრობა ემუქრება.
საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა 2 ნოემბერს გაიმართება.