[su_quote] რაც არ უნდა მოემზადებელი ფეხბურთელი იყო, პირველივე წუთიდან ხომ მეტყობა მინდა თუ არა თამაში? მართლა მიხარია ნებისმიერი ქართველი სპორტსმენის წარმატება, ნუთუ, შენ არ უყურებ და არ გინდა, რომ იგივე ჩვენი ოლიმპიელებივით წარმატებული იყო? შენც ხომ უნდა გინდოდეს, აეროპორტში რომ ჩამოდიხარ, ერთხელ ხალხი დაგხვდეს, ტაში დაგიკრას. გსიამოვნებს თავდახრილი სიარული? უნდა ვისწავლოთ და მივეჩვიოთ, რომ კონკრეტული მოთამაშეები ვაკრიტიკოთ. თუ საჭიროა უნდა ვაკრიტიკოთ, ეს ცუდი კი არ არის, მისთვის ეს კარგია, მაგრამ სწორედ, მიზანმიმართულად უნდა შევეხოთ ყველაფერს. არ შეიძლება ყოველთვის მწვრთნელის შერჩეულ შემადგენლობაში ვეძებოთ პრობლემა. არ მინდა, შევეხო კონკრეტულ ფეხბურთელებს, მაგრამ მაგალითად ხოჭოლავა, მწვრთნელი რომ ვარ და პირველ თამაშს ვუყურე, არ მომინდება მეორე მატჩში მისი დაყენება, კარგ შემადგენლობას და გამარჯვებულ შემადგენლობას რომელი მწვრთნელი შეცვლის? გავიგე, რომ გვაკლდა ფეხბურთელები, რომლებზეც დამოკიდებული ვართ, მაგრამ ვინც მოედანზე გადის, თავისი ქვეყნის ნაკრების მაისურს ირგებს, რაღაცის დამტკიცება ხომ უნდა სურდეს? ეს არ ჩანს და ეს მტკივა. [/su_quote]
– განაცხადა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა, “იმედის” ეთერში.