[su_quote] გასაგებია რატომ ვარ აქ, თუმცა არ ვიცი რა უნდა ვილაპარაკო. ჩემთვის ეს თამაშები სამარცხვინო და კატასტროფა იყო. რაც ამ თამაშებში ვნახეთ, არანაირ ლოგიკაში არ ჯდება. მარტის მატჩებში 1 ქულა ავიღეთ, თუმცა სხვაობა იყო. მაშინ ფეხბურთელებს ყველა ამხნევებდა, რადგან გუნდი რაღაცას აკეთებდა.
ყველაზე მთავარი ალბათ მაინც კოსოვოსთან თამაში იყო. ამდენი დღე გავიდა ეხლაც ვერ ვხსნი რა მოხდა. ვერანაირი არგუმენტით ვერ ვამართლებ ამ თამაშს. ამ დროს თავი უნდა დახარო და ყველანაირი კრიტიკა მიიღო. იმედია ამ თამაშიდან ფეხბურთელები რაღაცას ისწავლიან. [/su_quote]
– განაცხადა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა, “იმედის” ეთერში სექტემბერის სანაკრებო მატჩების შეფასებისას.