თბილისის მერი , კახა კალაძე აცხადებს, რომ “რა პროცენტიც არ უნდა აიღოს „ქართულმა ოცნებამ“, საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება 2024 წელს”.
მისივე განცხადებით, შარლ მიშელის დოკუმენტი არ არსებობს.
“როგორც ხედავთ, ჩვენ წინასაარჩევნო კამპანიას ვატარებთ და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ საზოგადოებას სრული ინფორმაცია მივაწოდოთ სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით. ჩვენ გვსურს, რომ ხალხს გავაგებინოთ, თუ რას გავაკეთებთ, რა გამოწვევები და სირთულეები გვაქვს.
ეს არის ადგილობრივი არჩევნები, ხოლო რაც შეეხება საპარლამენტო არჩევნებს, რა პროცენტიც არ უნდა აიღოს „ქართულმა ოცნებამ“, ის ჩატარდება კონსტიტუციით განსაზღვრულ ვადებში, 2024 წელს. შარლ მიშელის დოკუმენტი, სამწუხაროდ, არ არსებობს“, – განაცხადა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან.